"ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს" - რა ამინდია მოსალოდნელი 3-4 სექტემბერს? - კვირის პალიტრა

"ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს" - რა ამინდია მოსალოდნელი 3-4 სექტემბერს?

3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.