სვანეთში, სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია - კვირის პალიტრა

სვანეთში, სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია

სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ელოდებიან.

„მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები, ველოდებით ვერტმფრენს. რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ, ტექნიკით ვერ მიდიან, ცეცხლი ტყეში, მთის ფერდობზეა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით ხანძარი რა მასშტაბზეა გავრცელებული“, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.