რას ამბობენ კულტურის სამინისტროში თბილისში გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით - უწყების განცხადება - კვირის პალიტრა

რას ამბობენ კულტურის სამინისტროში თბილისში გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით - უწყების განცხადება

თბი­ლის­ში მაქ­სიმ გალ­კი­ნი­სა და ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა მაქ­სიმ გალ­კი­ნი­სა და ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩის კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ხე­ლო­ვა­ნებს უარი ეთ­ქვათ თბი­ლის­ში, ძველ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე.სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ საქ­მე ეხე­ბა ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან ძვე­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე არ გახ­ლავთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზა­ცია, იგი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბა­ში კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი ბევ­რად სცილ­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცი­ას.რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სპორ­ტის სა­სახ­ლეს, ის სა­მი­ნის­ტროს მიერ იქნა აშე­ნე­ბუ­ლი, მისი მმარ­თვე­ლო­ბის ქვე­შაა და ამ­ჟა­მად მას­პინ­ძლობს ევ­რო­ბას­კეტს. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლის­თვის არ მი­უ­მარ­თავთ.

აქვე შე­ვახ­სე­ნებთ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე უკ­რა­ი­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა.

შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ჭია ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გარ­შე­მო სკან­და­ლის მო­წყო­ბი­სა და მო­ცე­მუ­ლი სა­თუ­თი თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ბი­ლე­თე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვის ვებ-გვერდმა biletebi.ge-მ ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს. რო­გორც მათი გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სპორ­ტის სა­სახ­ლემ უარი უთხრა მა­კა­რე­ვი­ჩი­სა და გალ­კი­ნის კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ეს მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტით, რად­გან ერ­თიც და მე­ო­რეც მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას. (წყარო)