ვალერი მელაძის ქალიშვილი დაქორწინდა - ფოტოები მოსკოვში გამართული ქორწილის ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

ვალერი მელაძის ქალიშვილი დაქორწინდა - ფოტოები მოსკოვში გამართული ქორწილის ცერემონიიდან

მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის შუ­ა­თა­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი სო­ფი­კო მე­ლა­ძე და­ო­ჯახ­და. მე­დი­ის ცნო­ბით, გო­გო­ნას რჩე­უ­ლი მა­მა­კა­ცი სავ­ვა ბა­ი­ბა­კო­ვია. წყვილ­მა ამ დღის აღ­ნიშ­ვნა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­და­წყვი­ტა და ხელი მოს­კო­ვის რე­ესტრის ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში მო­ა­წე­რა.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან და ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან - ირი­ნა მა­ლუ­ხი­ნას­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და VIA Gra-ს ყო­ფილ სო­ლისტ ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბის გამო. თუმ­ცა შვი­ლის ქორ­წილს და­ეს­წრო და წყვილს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­უ­ლო­ცა.

val2-1662198118.jpg
ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

23 წლის სო­ფი­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან პი­რად ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის მა­ლავ­და, ამი­ტომ დიდი ხნის წინ და­ხუ­რა ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბი. ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ მისი უმ­ცრო­სი დის არი­ნა მე­ლა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

vl3-1662198119.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის პირ­ვე­ლი ცოლი ირი­ნა მა­ლუ­ხი­ნა იყო. ქორ­წი­ნე­ბა­ში მათ სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ინგა, სო­ფი­კო და არი­ნა. 2014 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი და­შორ­და.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ლა­ძე თვლი­და, რომ სო­ფი­კო მის კვალს გაჰ­ყვე­ბო­და, თუმ­ცა გო­გო­ნამ სხვა გზა აირ­ჩია. MGIMO-ს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მალე მუ­შა­ო­ბაც და­ი­წყო.

val-1662198118.jpg
სო­ფი­კო მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მე­ლა­ძის სი­ძის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, და­ხუ­რუ­ლი აქვს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა ან­გა­რი­ში და რო­გორც ჩანს, მე­უღ­ლის მსგავ­სად სა­ჯა­რო­ო­ბას ერი­დე­ბა. (წყარო)