"უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას, უკვე მოხუცი ვარ, მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, ვეცდები დროულად წავიდე" - კვირის პალიტრა

"უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას, უკვე მოხუცი ვარ, მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, ვეცდები დროულად წავიდე"

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნა ძალიან დიდხანს მოუწია და „უვადო და ხანგრძლივი შვებულება" დაიმსახურა.

„უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას. როგორც ჩანს, უკვე მოხუცი ვარ. ამიტომ, მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, სანამ გამაგდებდნენ. უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ვეცდებით დროულად წავიდე“, - განაცხადა კადიროვმა "ტელეგრამზე" გავრცელებული ვიდეომიმართვისას.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ "უვადო და ხანგრძლივ შვებულებას" იმსახურებს.

"იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ", - დასძინა ჩეჩნეთის ლიდერმა.