დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი“ უწოდა - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი" უწოდა. ტრამპმა აღნიშნული განცხადება პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გააკეთა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენი დაადანაშაულა, რომ ის აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მის წინააღმდეგ იარაღად იყენებს.

ტრამპმა FBI-ის აგენტების მიერ ფლორიდაში მისი სახლის ჩხრეკას „ამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” უწოდა.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც მისი თქმით მას მოპარეს.

გარდა ამისა, ტრამპი რამდენჯერმე მოწოდებით გამოვიდა ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ასაღებენ, სიკვდილით დაისაჯონ.

"ინტერპრესნიუსი"