"ვოლოდიმირ, შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ" - ბორის ჯონსონის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

"ვოლოდიმირ, შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ" - ბორის ჯონსონის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს

მადლობა მეგობრობისთვის ვოლოდიმირ, შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ, - ასე მიმართა ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა Mail on Sunday- ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეაქო.

ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის მისი „კეთილი სიტყვებისთვის“ და დასძინა, რომ „დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. "ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯონსონმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯონსონს "ნამდვილი მეგობარი" უწოდა და მისადმი მადლიერება გამოხატა.

ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთის მომავალ პრემიერთან „მჭიდრო ურთიერთობებზე“ იმედი გამოთქვა.

"ინტერპრესნიუსი"