"ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ თქვენ ითვლით "კაპიკებს", უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან" - რა განცხადა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ოლენა ზელენსკამ? - კვირის პალიტრა

"ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას, მაგრამ თუ თქვენ ითვლით "კაპიკებს", უკრაინელები გარდაცვლილებსაც ითვლიან" - რა განცხადა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ოლენა ზელენსკამ?

"უკ­რა­ი­ნის ომმა მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ეკო­ნო­მი­კას, მაგ­რამ თუ და­სავ­ლე­ლებს უწევთ კა­პი­კე­ბის დათ­ვლა გა­ზის გა­და­სა­ხა­დის გა­და­სახ­დე­ლად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლებ­საც ით­ვლი­ან", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მან მო­უ­წო­და და­სავ­ლეთს, გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად და გა­მოთ­ქვა იმე­დი, რომ მისი ქვეყ­ნის ადა­მი­ა­ნურ მსხვერ­პლს არ და­ი­ვი­წყე­ბენ."ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს, რომ ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი არის არა მხარ­და­ჭე­რის ბრა­ლი, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნას აძ­ლევს, არა­მედ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკამ და დას­ძი­ნა, რომ "ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ეს პე­რი­ო­დი უფრო ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა“.

ზე­ლენ­სკას გან­ცხა­დე­ბით, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა არა მხო­ლოდ მსოფ­ლი­ო­ში, არა­მედ უკ­რა­ი­ნა­შიც და ამას­თან, იღუ­პე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბიც.

"რო­დე­საც თქვენ ით­ვლით კა­პი­კებს თქვენს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ან ჯი­ბე­ებ­ში, ჩვენც იგი­ვეს ვა­კე­თებთ და გარ­და ამი­სა, ვით­ვლით ჩვენს და­ღუ­პუ­ლებს“, - დას­ძი­ნა უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ.

ზე­ლენ­სკამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ხალ­ხის­თვის რთუ­ლია სრუ­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ომის გავ­ლე­ნა უკ­რა­ი­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლა, რომ­ლე­ბიც ომს უშუ­ა­ლოდ გა­ნიც­დი­ან.

"ინტერპრესნიუსი"