გურჯაანის ჰოსპიტალში ახალგაზრდა მშობიარე ქალი გარდაიცვალა - რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, რას აცხადებენ ექიმები - კვირის პალიტრა

გურჯაანის ჰოსპიტალში ახალგაზრდა მშობიარე ქალი გარდაიცვალა - რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, რას აცხადებენ ექიმები

ურ­ჯა­ა­ნის ჰოს­პი­ტალ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის მშო­ბი­ა­რე ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად და­ი­ღუ­პა ნა­ყო­ფი, ხოლო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას თა­ვად მშო­ბი­ა­რეც გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხე­და­რი ეს­ქპერ­ტი­ზა­ზე პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი მოკ­ვლე­ვე­ბი.

"დღეს თვით­დი­ნე­ბით შე­მო­ვი­და მშო­ბი­ა­რე გო­გო­ნა, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა მკვდა­რი ნა­ყო­ფი. სის­ხლდე­ნა წა­ვი­და, ჯერ ნა­ყო­ფი იყო მკვდა­რი და ინ­ტოქ­სი­კა­ცია წა­ვი­და თუ რა მოხ­და ვერ გე­ტყვით. სა­ჭი­რო გახ­და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, რისე შემ­დე­გაც გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვიც და დე­დაც იმ­ყო­ფე­ბი­ან გურ­ჯა­ა­ნის პრო­ზექ­ტუ­რა­ში" - აცხა­დებს "მთა­ვარ არხთან" გელა ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი, გურ­ჯა­ა­ნის ჰოს­პი­ტა­ლის მე­ნე­ჯე­რი.

ambebi.ge