"ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია - კვირის პალიტრა

"ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რო­მელ­საც ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს უძღვნის. "კვა­რა" წერს, რომ მის­თვის უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია და ბედ­ნი­ე­რე­ბაა სამ­შობ­ლო­დან შორს მყო­ფი ემიგ­რან­ტე­ბი გა­ა­ხა­როს და მათ ამაყ თვა­ლებს უყუ­როს.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ასე­თი პოს­ტე­ბის წერა არ მჩვე­ვია, თუმ­ცა ყო­ველ­დღი­უ­რად მომ­დის უამ­რა­ვი წე­რი­ლი, ვკი­თხუ­ლობ ძა­ლი­ან ბევრ კო­მენ­ტარს და გა­მოხ­მა­უ­რე­ბას. ჩემი ეს პოს­ტი ეძღვნე­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის გმი­რე­ბი არი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს, სახ­ლს, ოჯახს, ათა­სო­ბის კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლე­ბი, უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უსა­მარ­თლო­ბის და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე, დღემ­დე პა­ტი­ოს­ნად შრო­მო­ბენ და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და შვი­ლე­ბის ნა­თე­ლი, კარ­გი მო­მავ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­და­დეს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ხა­რე­ბა, მათი ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი თვა­ლე­ბის ხილ­ვა, ჩემ­თვის უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია და ბედ­ნი­ე­რე­ბაა! მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, იმის­თვის რა­საც აკე­თებთ, მინ­და რომ ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა სა­კუ­თარ ოჯახს და­უბ­რუნ­დეს და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რობ­დეს სამ­შობ­ლო­ში" - წერს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია.

ambebi.ge