უკრაინელებმა სამხრეთით 100-ზე მეტი ოკუპანტი, საბრძოლო მასალის საცავი და პონტონის გადასასვლელი გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სამხრეთით 100-ზე მეტი ოკუპანტი, საბრძოლო მასალის საცავი და პონტონის გადასასვლელი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 104 ოკუპანტი და მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე მტკიცებით, უკრაინულმა ავიაციამ 21 დარტყმა მიაყენა რუსეთის პოზიციებს, საყრდენ და სამეთაურო პუნქტებს, ძალების კონცენტრაციის ზონებს, აგრეთვე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ობიექტებს.

„საბრძოლო დღის შედეგებია: 104 ოკუპანტი, 6 ტანკი, 26 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 9 Msta-S და Msta-B ტიპის ჰაუბიცა, ასევე უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი Eleron-10“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიული სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს : ტომინა ბალკას მახლობლად მდებარე მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი, პონტონის გადასასვლელი სოფელ ლვოვესთან, 35-ე არმიის სამეთაურო პუნქტი კახოვკას რაიონში და ორი საკონტროლო და სადამკვირვებლო პუნქტი ნიკოლაევისა და ბერისლავის ტერიტორიებზე.

IPN