მოწვეული მეგობრისთვის «მაქსიმი» მძღოლებს 35 ლარს ჩუქნის - კვირის პალიტრა

მოწვეული მეგობრისთვის «მაქსიმი» მძღოლებს 35 ლარს ჩუქნის

სერვისმა «მაქსიმმა» რეფერალური პროგრამის ფარგლებში გაზარდა ფულადი ანაზღაურება სერვისის რეკომენდაციისთვის. ახლა მძღოლი 20 ლარის მაგივრად ახალი მოწვეული მძღოლისთვის 35 ლარს იღებს.

ბონუსის მისაღებად საჭიროა აპლიკაცია Taxsee Driver-ში პრომოკოდის გაზიარება. ამისათვის ჩანართში «პროფილის ჩვენება» დააჭირეთ სტრიქონს «კოდი მძღოლების მოსაზიდად». გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი მესენჯერი და გაუზიარეთ თქვენი პირადი პრომოკოდი მეგობარ მძღოლს, რომელსაც სურს შემოსავლის მიღება სერვის «მაქსიმთან» ერთად. მან უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბმულზე* და შეიყვანოს მიღებული პრომოკოდი. თუ თქვენ მიერ მოწვეული ახალი მძღოლი 30 დღის განმავლობაში 60 ლარის შეკვეთებს შეასრულებს, ანგარიშზე 35 სასაჩუქრე ლარი დაგერიცხებათ. შემდგომში ეს თანხა შეგიძლიათ შეკვეთების საკომისიოს გადასახდელად გამოიყენოთ ან საბანკო ბარათზე გადარიცხოთ.

აპლიკაცია Taxsee Driver-ის საშუალებით მძღოლები ხელსაყრელი პირობებით მუშაობენ. მათ შეუძლიათ სერვისით სარგებლობა ძირითად საქმედ აქციონ ან თავისუფალ დროს იმუშაონ. მძღოლს აქვს საშუალება აირჩიოს შეკვეთა იმ ადგილთან ახლოს, სადაც წინა შეკვეთა დაასრულა. სერვისის ალგორითმებს კი შეუძლიათ გზად შეკვეთების თანმიმდევრულად ჩამოყალიბება და შეთავაზება, ასევე არის სასურველი შეკვეთების დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა. წინასწარ არის ცნობილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ: მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტები, მანძილი და ღირებულება. მძღოლი მაქსიმალურად ამცირებს თავისუფალ გარბენს და მოცდენას, ზოგავს საწვავს.

ავტომობილის კლასიდან გამომდინარე, მძღოლებს შეუძლიათ შეასრულონ შეკვეთები შემდეგი ტარიფებით: ეკონომი, სუპერეკონომი, კომფორტი, პრემიუმი, კომპაქტვენი, მინივენი და ჯიპი.

* თანხის გამომუშავების დასაწყებად საკმარისია აპლიკაცია Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვა სერვისებიდან App Store, Google Play, AppGallery და რეგისტრაციის გავლა ან დარეგისტრირება საიტზე https://taxsee.pro/ge/ka-GE/

დამატებითი ინფორმაცია

„მაქსიმმა“ საქართველოში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, პირველი ქალაქი კი თბილისი გახდა. ახლა სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს კიდევ 10 ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ეს ქალაქებია: რუსთავი, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, სამტრედია და თელავი. მალე სერვისი ხაშურსა და ახალციხეში დაიწყებს მუშაობას.

„მაქსიმი“ 2003 წლიდან ქმნის ტრანსპორტისა და სხვადასხვა მომსახურების შეკვეთის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მას უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის. სერვისმა შექმნა პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის შემკვეთებისა და შემსრულებლების სერვისთან დაკავშირება და მილიონობით შეკვეთის დამუშავება. მომსახურების შეკვეთისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „მაქსიმი“ და შეკვეთებთან მუშაობისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „Taxsee Driver“ მსოფლიოს ტოპ აპლიკაციებშია, რომლებსაც ჰყავთ მილიონობით მომხმარებელი.

სერვისი პოპულარობით მსოფლიოს 18 ქვეყანაში სარგებლობს.

(R)