ექნებათ თუ არა მშობლებს საბავშვო ბაღის შენობაში შესვლის უფლება ახალი სასწავლო წლიდან და რას სთავაზობს ბაღი იმ მშობლებს, რომლებსაც პირველად შეჰყათ შვილები ბაღში - კვირის პალიტრა

ექნებათ თუ არა მშობლებს საბავშვო ბაღის შენობაში შესვლის უფლება ახალი სასწავლო წლიდან და რას სთავაზობს ბაღი იმ მშობლებს, რომლებსაც პირველად შეჰყათ შვილები ბაღში

საბავშვო ბაგა-ბაღებში გასულ წელს სხვადასხვა კოვიდრეგულაცია მოქმედებდა. იკრძალებოდა შენობის ტერიტორიაზე მშობლის შესვლა, არსებობდა ჭურჭლისა და თეთრეულის რეცხვის კონკრეტული წესები, მოქმედებდა თერმოსკრინინგისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვის სპეციალური პროტოკოლი. თუმცა, აღსაზრდელებისთვისაც და მშობლებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მშობლებს ბაღის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებოდათ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან გადავამოწმეთ, იმოქმედებს თუ არა ახალი სასწავლო წლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები:

"თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გასული წლების განმავლობაში, სარეკომენდაციო ხასიათის გახდა. გააგრძელეთ კითხვა