როდიდან აგრილდება საქართველოში და როგორი ამინდი გველის სექტემბერში - პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - კვირის პალიტრა

როდიდან აგრილდება საქართველოში და როგორი ამინდი გველის სექტემბერში - პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე გვიყვება, როგორი ამინდია მოსალოდნელი სექტემბერში და რამდენ გრადუსამდე მიაღწევს თვის საშუალო ტემპერატურა:

"სექტემბერში დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე თვის საშუალო ტემპერატურა 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება. ნორმასთან შედარებით ეს 1 გრადუსით მაღალია. ნალექები ძირითადად ნორმასთან შედარებით მეტი ან ნორმასთან ახლოსაა მოსალოდნელი. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ შეიძლება 30-37 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა 19-21 გრადუსის ფარგლებშია. ნალექები კი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს... გააგრძელეთ კითხვა