"მოედანზე სხვა ადამიანი ვარ..." - სანდრო მამუკელაშვილის, კალათბურთელი ბებიისგან მემკვიდრეობით მიღებული, ბრძოლის ჟინი და ამერიკული ცხოვრება
პირველი მოგება ევრობასკეტზე, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ხმაურიანად აღნიშნა. თურქეთთან მატჩში დაძაბულად იბრძოლა და 88:83 დაამარცხა. ნაკრების გამორჩეული სპორტსმენი მოედანზე სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც თამაში 20 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა...
მატჩის დასრულების შემდეგ კი, პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"ორი ცუდი მარცხი გვქონდა. ჩემი აზრით, მთელი გუნდი შეკრული იყო. გულშემატკივრებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთ ატმოსფეროში არასდროს მითამაშია. ქომაგებმა გოგასა და თოკოს დანაკლისი თავის თავზე აიღეს. ყველამ მაგრად ითამაშა. ვიბრძოლეთ, ჩვენ უფრო გვინდოდა მოგება, როცა ცუდად მიგვდიოდა თამაში, ერთად ვიდექით მოედანზე და ვამხნევებდით მთელი გუნდი ერთმანეთს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს. როცა ვხედავ, რომ ამდენ ხალხს ჩემი სჯერა, მეც მაგრად ვთამაშობ. ხვალიდანვე მზადება უნდა დავიწყოთ, რათა ის ორი მატჩიც მოვიგოთ".
23 წლის კალათბურთელის კარიერული გზა, ნებისმიერი დამწყები სპორტსმენისთვის საოცნებოა. მამუკელაშვილი ამჟამად "მილუოკი ბაქსში" (ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია) თამაშობს. ის ორმხრივი კონტრაქტის საფუძველზე "ვინსკონსინ ჰერდის" მოთამაშეა, NBA-ის განვითარების ლიგაში.
სანდრო მამუკელაშვილი ნიუ იორკში დაიბადა და თბილისში გაიზარდა. სპორტსმენის ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძი კალათბურთელი კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა.
სანდროს დეიდა ცნობილი პიანისტი ეთერ ანჯაფარიძეა, რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს, უფროსი ძმა დავითი, ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში ინგლისურს ასწავლის.
11:19 / 05-09-2022 პირველი მოგება ევრობასკეტზე, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ხმაურიანად აღნიშნა. თურქეთთან მატჩში დაძაბულად იბრძოლა და 88:83 დაამარცხა. ნაკრების გამორჩეული სპორტსმენი მოედანზე სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც თამაში 20 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა...
მატჩის დასრულების შემდეგ კი, პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"ორი ცუდი მარცხი გვქონდა. ჩემი აზრით, მთელი გუნდი შეკრული იყო. გულშემატკივრებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთ ატმოსფეროში არასდროს მითამაშია. ქომაგებმა გოგასა და თოკოს დანაკლისი თავის თავზე აიღეს. ყველამ მაგრად ითამაშა. ვიბრძოლეთ, ჩვენ უფრო გვინდოდა მოგება, როცა ცუდად მიგვდიოდა თამაში, ერთად ვიდექით მოედანზე და ვამხნევებდით მთელი გუნდი ერთმანეთს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს. როცა ვხედავ, რომ ამდენ ხალხს ჩემი სჯერა, მეც მაგრად ვთამაშობ. ხვალიდანვე მზადება უნდა დავიწყოთ, რათა ის ორი მატჩიც მოვიგოთ".
23 წლის კალათბურთელის კარიერული გზა, ნებისმიერი დამწყები სპორტსმენისთვის საოცნებოა. მამუკელაშვილი ამჟამად "მილუოკი ბაქსში" (ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია) თამაშობს. ის ორმხრივი კონტრაქტის საფუძველზე "ვინსკონსინ ჰერდის" მოთამაშეა, NBA-ის განვითარების ლიგაში.
ასევე დაგაინტერესებთ 23:42 / 04-09-2022პირველი გამარჯვება ევრობასკეტზე! - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა 10:16 / 05-09-2022სკანდალი მატჩის შემდეგ: თურქების განცხადებით, კორკმაზსა და ერთ-ერთ მწვრთნელს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ თავსსანდრო მამუკელაშვილი ნიუ იორკში დაიბადა და თბილისში გაიზარდა. სპორტსმენის ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძი კალათბურთელი კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა.
სანდროს დეიდა ცნობილი პიანისტი ეთერ ანჯაფარიძეა, რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს, უფროსი ძმა დავითი, ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში ინგლისურს ასწავლის.
სანდრო ძმასთან ერთად14 წლის მამუკელაშვილის სპორტული კარიერა იტალიიდან განვითარდა... გააგრძელეთ კითხვა