"არ გა­მიბ­რაზ­დე მო­ხუც ბე­ბი­ას, შენ­ზე რომ მინ­და დავ­წე­რო სა­ხალ­ხოდ, თუ რა ბიჭი და­დი­ო­დი დე­და­მი­წა­ზე" - კვირის პალიტრა

"არ გა­მიბ­რაზ­დე მო­ხუც ბე­ბი­ას, შენ­ზე რომ მინ­და დავ­წე­რო სა­ხალ­ხოდ, თუ რა ბიჭი და­დი­ო­დი დე­და­მი­წა­ზე"

ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბი­დან, რო­მელ­საც 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა ემსხვერ­პლა, 40 დღე გა­ვი­და. მი­რი­ა­ნი მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­რი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას ბე­ბი­ის ემო­ცი­ურ წე­რილს ავ­რცე­ლე­ბენ:

"ბე­ბი­ას - მერი დე­დას წე­რი­ლი მი­რი­ანს...

მი­რი­ან, ჩემო ბიჭო, ჩემო თვა­ლის ნა­თე­ლო, არ გა­მიბ­რაზ­დე მო­ხუც ბე­ბი­ას, შენ­ზე რომ მინ­და დავ­წე­რო სა­ხალ­ხოდ, მაგ­რამ უნდა მო­ვას­წრო ამოთ­ქმა, თუ რა ბიჭი და­დი­ო­დი დე­და­მი­წა­ზე, რა ბიჭი ალა­მა­ზებ­დი ამ სამ­ყა­როს, ღვარ­ძლით სავ­სეს, გა­ბო­რო­ტე­ბულს, და­უნ­დო­ბელს და შენ­ნა­ი­რი ბი­ჭე­ბის გა­მე­ტე­ბით სამ­ყა­როს იმე­ტე­ბენ არა­კა­ცე­ბი.

შენი მოვ­ლი­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე სა­ოც­რე­ბა იყო, რად­გან შენს დე­დი­კოს ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ლო­გი­კას აც­დე­ნი­ლი იყო შენი ჩა­სახ­ვა. ასე მოხ­ვე­დი ამ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გორც მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი და ასე­თი­ვე სი­ხა­რუ­ლად დარ­ჩი ჩვენ­თვის, შენი მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ხან­მოკ­ლე და ხან­გრძლი­ვი 20 წე­ლი­წა­დი.

ხან­გრძლი­ვი იმი­ტომ, რომ ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის მოგ­რო­ვე­ბას და გა­ცე­მას ხში­რად ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბაც არ ჰყოფ­ნის. პა­ტა­რა რომ იყა­ვი "პა­ტა­რა უფ­ლის­წულს“ გავ­დი - ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს­ფე­რი თმე­ბით, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი. 10 წლის იყა­ვი მო­ტყუ­ე­ბით რომ ამო­გი­ღეს კბი­ლი, ძა­ლი­ან გე­წყი­ნა.