"რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული ის ჩავიცვი" - ირაკლი კობახიძე კალათბურთის მატჩზე ფეხბურთის მაისურით მისვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

"რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული ის ჩავიცვი" - ირაკლი კობახიძე კალათბურთის მატჩზე ფეხბურთის მაისურით მისვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა

ირაკლი კობახიძე კალათბურთის მატჩზე ფეხბურთის მაისურით მისვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა

"გამოხამურებებიდან ჩანს, რომ სპორტიც არ ესმით ამ ადამიანებს. არც მიუდევნებიათ არცერთი სპორტული შეჯიბრებებისთვის თვალი. ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირი მოვლენაა, როცა საფეხბურთო მაისურებით დადიან. ჰოკეიზეც ვერ ივლი ხო ჰოკეის მაისურით. სასაცილოა ეს თემა და მიანიშნებს იმაზე, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან. რაც შეეხება იმას, რატომ მეცვა... ელემენტარული, რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული, იყო სწორედ ეს მაისური, ხვიჩა კვრაცხელიას ნომრით დამშვენებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.