FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა - კვირის პალიტრა

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ევ­რო­ბას­კე­ტის A ჯგუფ­ში თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2022 წლის 4 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ჩი­ვა­რი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ (TBF) გა­აპ­რო­ტეს­ტა დრო­ის აღ­რი­ცხვის ოპე­რა­ცი­ის შეც­დო­მა (წამ­ზო­მი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა 22 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­შინ, როცა თა­მა­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო).

წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, FIBA-ს ევ­რო­ბას­კე­ტის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­ლე­გი­ამ და­ად­გი­ნა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მა­შის მე-4 მე­ო­თხედ­ში მარ­თლაც იყო დრო­ის აღ­რი­ცხვის შეც­დო­მა, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ვერ და­ამ­ტკი­ცა, რომ ამ შეც­დო­მის გა­რე­შე მატ­ჩის შე­დე­გი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­დე­გად, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებ­და თა­მა­შის შე­დეგს, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და," - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

​FIBA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, რომ პარ­კეტს მიღ­მა მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­სა­ბა­მის დის­ციპ­ლი­ნა­რულ ზო­მებს მი­მარ­თავს.

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ერ­გინ ატა­მა­ნი და კა­ლათ­ბურ­თე­ლი ფურ­კან კორკმა­ზი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი გუნ­დის მო­თა­მა­შე დუდა სა­ნა­ძე დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბიან.

სა­ნა­ძემ თქვა, რომ შეხ­ლა-შე­მოხ­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი, თუმ­ცა ხელი არა­ვის არა­ვის­თვის არ გა­ურ­ტყამს. კორკმა­ზის მტკი­ცე­ბით, ერ­თმა­ნეთს გვი­რაბ­ში მუშ­ტე­ბი ურტყეს.

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა მე­ლიხ მახ­მა­ტ­ოღ­ლუმ ჯერ კი­დევ ფი­ბას ვერ­დიქ­ტამ­დე და­ი­ჩივ­ლა, რომ პრო­ტეს­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად ელოდ­ნენ, გუ­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვი უკვე და­ი­ვი­წყეს, ბელ­გი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის არი­ან კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და რაც მოხ­და უმ­სგავ­სო­ე­ბაა.

თურ­ქუ­ლი მხა­რი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ, გან­ცახ­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­მაც, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"გას­კვი­რი და ყვე­ლა ზღვარს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია თურ­ქე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ომერ ონა­ნის ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბის მიერ მათ მო­თა­მა­შე­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ...

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია მი­მარ­თავს ყვე­ლა ღო­ნეს, რათა ძა­ლი­ან მალე ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს ომენ ონა­ნის არას­წორ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბას და იტო­ვებს იმედს, რომ ომერ ონა­ნი არ ახ­მო­ვა­ნებს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ფე­დე­რა­ცი­ის გან­წყო­ბას ჩვენ­სა და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­მართ და ეს არის მხო­ლოდ მისი პი­რა­დი ინ­ტერპრე­ტა­ცია, რო­მე­ლიც არაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით და რის გა­მოც ვი­თხოვთ დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მოკ­ვლე­ვა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად.

sportall.ge