"რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდან შეიძენს" - აშშ-ის დაზვერვა - კვირის პალიტრა

"რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდან შეიძენს" - აშშ-ის დაზვერვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამერიკელი ჩინოვნიკის შეფასებით, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მიმართავს, ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები შეიარაღების მომარაგების კუთხით კვლავ განიცდიან სერიოზულ დეფიციტს, რაც ნაწილობრივ, ექსპორტის კონტროლისა და დაწესებული სანქციების გამოა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში გამოყენების მიზნით ირანული წარმოების დრონები შეიძინა.

IPN