"ვადამდელი არჩევნები „ნაცებს“ ყველაზე მეტად არ აწყობთ, ლიდერი უზით ციხეში და აღმოჩნდა, რომ მის გარეშე სრულიად უიდეოა მთელი პარტია" - კვირის პალიტრა

"ვადამდელი არჩევნები „ნაცებს“ ყველაზე მეტად არ აწყობთ, ლიდერი უზით ციხეში და აღმოჩნდა, რომ მის გარეშე სრულიად უიდეოა მთელი პარტია"

ვადამდელი არჩევნები „ნაცებს“ ყველაზე მეტად არ აწყობთ, ლიდერი უზით ციხეში და აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერის გარეშე, სრულიად უიდეოა მთელი პარტია, იდეა არ გააჩნიათ. რეგიონებში გავალთ და ხალხს დაველაპარაკებითო და ამას შინაარსი არ გააჩნია, 500 000-იანი მხარდაჭერილი კაცი ციხეში გიზის, ვერაფერს ვერ აკეთებ და ამბობ, რეგიონში გავალ, ხალხს დაველაპარაკები და „ქოცებს“ დავამხობო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ტექნიკურად გაუმართავია. მისივე განმარტებით, აღნიშნულის მოთხოვნამდე საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, რათა 2024 წელს არჩევნები არ იყოს ჩასატარებელი.

„ახლა არჩევნები რომც მოითხოვო და დაგინიშნონ, ეს ხომ ხვალ არ იქნება, რაღაც დრო ხომ ჭირდება, ამის შემდეგ, როცა ეს ჩატარდება, 2024 წელს ახალი არჩევნები მაინც არის ჩასატარებელი, ანუ რისთვის ითხოვ არჩევნებს, კრიზისის განმხუტვას კი არ ითხოვ, მთელი ეს პერიოდი სულ კრიზისში ყოფნას ითხოვ, ოღონდ შინაარსობრივად. თუ მაინც და მაინც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა გინდა, აუცილებლად უნდა მოითხოვო მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ შეცვლილი კონსტიტუციით, რომ 2024 წელს არჩევნები არ გქონდეს ჩასატარებელი, ასე მაინც ითხოვდე არჩევნებს, რომ ეს მოთხოვნა ტექნიკურად გამართული იყოს, ახლა ტექნიკურადაც გაუმართავია. ადამიანებს, რომ ეუბნები წამოდი, გამომყევი მიტინგზე, არჩევნები ჩავნიშნოთო, შემდეგი კითხვა რაც არ უნდა დაგისვას ხალხმა, ჩაჭრილი ხარ - მოგყვები, მაგრამ შემდეგი არჩევნები როდის არის, ანუ რისთვის გვჭირდება ეს არჩევნები? აღმოჩნდება, რომ შემდეგი არჩევნები მაშინვეა.

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ადამიანებიც არ არიან იმისთვის მზად, პასუხი გასცენ კითხვაზე, რა იქნება „ქართული ოცნების“ შემდეგ, ეს არის პრობლემა. ვიდრე ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, ადამიანები არ გააკეთებენ იმას, რასაც ზოგი ჩემი კოლეგა ოპოზიციიდან ელოდება მათგან, ეს არ მოხდება, ამიტომ ჩვენ მართლა უნდა ვიმუშაოთ, რომ რაღაცნაირად გამოვზარდოთ იდეა, როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა, რა არის გაგრძელება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის გარეშე უიდეოა.

„ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ყველანაირი საფუძველი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ახლა ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ვერ გააკრიტიკებ, არგუმენტი აქვს, რომ არ მოსწონს უბრალოდ, როგორც „ქოცები“ იქცევიან, მე ამაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ,იმაზე, რომ აზრი აქვს ახლა...არჩევნები რომ მართლა ჩაგიტარონ „ქოცებმა“, ეს ხომ ოპოზიციას არ აწყობს? ახლა ხომ სისულელეა. „ნაცებს“ ყველაზე მეტად არ აწყობთ, ლიდერი უზით ციხეში და აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერის გარეშე, სრულიად უიდეოა მთელი პარტია, იდეა არ გააჩნიათ. წელიწადნახევარია თუ მანამდეც ლაპარაკობდნენ, რეგიონებში გავალთ და ხალხს დაველაპარაკებითო და ამას შინაარსი არ გააჩნია, ახლა კაცი ციხეში ზის, ის ვერ გამოგყავს, უძლური ჩანხარ ყველას თვალში, 500 000-იანი მხარდაჭერილი კაცი ციხეში გიზის, ვერაფერს ვერ შვები და ამბობ, რეგიონში გავალ, ხალხს დაველაპარაკები, რაღაც განსხვავებულს ვეტყვი, ადრე როგორც ველაპარაკებოდი, ისე კი არა, სხვანაირადო და „ქოცებს“ დავამხობო. თავს ხომ ვერ მოვიგიჟიანებ, მე ხომ ამას ვერ დავიჯერებ, ეს რომ სერიოზულად მოგიყვეთ, ხომ მეტყვით, რაღაც არ არის მანდ ყველაფერი დალაგებულადო“, - განაცხადა ხვიჩიამ.