რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებენ - კვირის პალიტრა

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა, - ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

„რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მხარს უჭერს“, - ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.