"ევროპის დამოკიდებულებამ ბატონი პუტინის მიმართ, მისმა სანქციებმა მიიყვანა პუტინი იქამდე, რომ ეთქვა: „თუ ამას გააკეთებ, მე იმას გავაკეთებ“ - რას აცხადებს ერდოღანი - კვირის პალიტრა

"ევროპის დამოკიდებულებამ ბატონი პუტინის მიმართ, მისმა სანქციებმა მიიყვანა პუტინი იქამდე, რომ ეთქვა: „თუ ამას გააკეთებ, მე იმას გავაკეთებ“ - რას აცხადებს ერდოღანი

ევროპის დამოკიდებულებამ ვლადიმერ პუტინის მიმართ, მისმა სანქციებმა მიიყვანა პუტინი იქამდე, რომ ეთქვა: „თუ ამას გააკეთებ, მე იმას გავაკეთებ“, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელმაც ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის მიზეზად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაასახელა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები „იმკიან იმას, რაც დათესეს“.

„იმკიან იმას, რაც დათესეს. ევროპის დამოკიდებულებამ ბატონი პუტინის მიმართ, მისმა სანქციებმა მიიყვანა პუტინი იქამდე, რომ ეთქვა: „თუ ამას გააკეთებ, მე იმას გავაკეთებ“. ის იყენებს ყველა საშუალებას და იარაღს. ბუნებრივი აირი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა ერდოღანმა.

IPN