"მთა­ვა­რია, რომ შეც­დო­მე­ბი მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის სა­ბე­დის­წე­რო არ აღ­მოჩ­ნდეს" - რა პოსტს აქვეყნებს ალა პუგაჩოვა - კვირის პალიტრა

"მთა­ვა­რია, რომ შეც­დო­მე­ბი მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის სა­ბე­დის­წე­რო არ აღ­მოჩ­ნდეს" - რა პოსტს აქვეყნებს ალა პუგაჩოვა

"დიდი ხა­ნია ასე არ მი­ტი­რია", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ალა პუ­გა­ჩო­ვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკა­ნას­კნე­ლი ლი­დე­რის, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის სიკ­ვდილს და მისი დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტიც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სებს კომ­პრო­მი­სის­კენ მო­უ­წო­და.

ალა პუ­გა­ჩო­ვა:

"დიდი ხა­ნია ასე არ მი­ტი­რია. წა­ვი­და ის ეპო­ქა, რო­მელ­შიც ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შევ­წყვი­ტეთ "ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ად" არ­სე­ბო­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და გაქ­რა შიში ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის მი­მართ. და მთა­ვა­რი - გორ­ბა­ჩოვ­მა უარ­ყო ძა­ლა­დო­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გზა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

არა­ვინ არის უცოდ­ვე­ლი, მათ შო­რის არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. მთა­ვა­რია, რომ შეც­დო­მე­ბი მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის სა­ბე­დის­წე­რო არ აღ­მოჩ­ნდეს.

სა­დღაც გაქ­რა კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, გაქ­რა კომ­პრო­მის­ზე წას­ვლის უნა­რი. თუ ეს კომ­პრო­მი­სი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ­ლე­ბიც ოც­ნე­ბო­ბენ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე, მა­შინ, მო­დით, ერ­თად მოვ­ძებ­ნოთ ეს კომ­პრო­მი­სი, ვი­მე­დოვ­ნებ, უკვე გვი­ან არ არის“, - წერს მომ­ღე­რა­ლი. გააგრძელეთ კითხვა