"ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ „ძაღლობაში" - რას წერს სოსო გოგაშვილი - კვირის პალიტრა

"ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ „ძაღლობაში" - რას წერს სოსო გოგაშვილი

ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ „ძაღლობაში", რა ხელფასსაც იღებთ - ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელვინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს. ეს ყველა უბედურება, რაც ხდება ირგვლივ, თქვენც გეხებათ, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, სამართალდამცველებს 10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ მაშინ, როდესაც ქვეყანა აგენტებით სავსეა.

„16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ "რაშისტი" ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო მილიციამ და "გაიშნიკებმა". დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა "ძაღლობამ", რადაც გადააქცია "ოცნებამ" ძალოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი და სურს ბოლომდე ასე გადააქციოს ყველა. ჩვეულებრივ წესად აქციეს უკანონო ბრძანებები, პოლიტიკური დავალებები, ამომრჩევლების ხმების მობილიზება-მოპარვა, უკანონო თვალთვალი, მოსმენა და ჩადება. გააგრძელეთ კითხვა