"თავდაცვის მინისტრმა იზრუნა ცოტნეს ჯანმრთელობისთვის და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა..." - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია? - კვირის პალიტრა

"თავდაცვის მინისტრმა იზრუნა ცოტნეს ჯანმრთელობისთვის და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა..." - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია?

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დაჭ­რეს, ამ­ჟა­მად სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში, წე­რო­ვა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­დის. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ დრო­დად­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­უღ­ლე და ძმა ავ­რცე­ლე­ბენ.

ამ­ჟა­მად კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ცოტ­ნეს მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ელექტრო ეტლი აჩუ­ქა.

"ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­დად­გმუ­ლი თი­თო­ე­ულ ნა­ბი­ჯი ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია მთე­ლი ოჯა­ხის­თვის. ამ­ჯე­რად, ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით, უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ბა­ტონ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მი­მართ, რო­მელ­მაც იზ­რუ­ნა ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვი­კე­თა - უზ­რუნ­ველ­ყო ცოტ­ნე დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ელექტრო ეტლი-ტრანსფორ­მე­რით, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლი­ან ბევრ სა­ჭი­რო ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს.

ეს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ეტლი მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში მზად­დე­ბა. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერს, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ ეტ­ლის შე­ძე­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ზავ­ნა­ში" - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.