უკრაინელებმა სამხრეთით რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სამხრეთით რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინის ოპერაციულ ზონაში ვითარება დაძაბული და დინამიურია. მოწინააღმდეგე აგრძელებს თავდაცვით ბრძოლებს და დასახლებების დაბომბვას, საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ მტერს 13-ჯერ დაარტყა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 250-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

"მტრის დადასტურებული დანაკარგებია : 83 რაშისტი, 5 ტანკი, 12 ჰაუბიცა, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა. ამასთან, გოლოი პრისტანში, ტომინა ბალკასა და სნიგირევკაში განადგურდა საბრძოლო მასალის 3 საცავი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.