ჯო ბაიდენი და ლიზ ტრასი რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებენ - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი და ლიზ ტრასი რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს პირობა დადეს, რომ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით თანამშრომლობას გააღრმავებენ.

„მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გაღრმავებას და მჭიდრო თანამშრომლობას გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაზე, რადგან ის თავს იცავს რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა და ტრასმა განიხილეს ნატო-ში თანამშრომლობის გაღრმავება და აშშ-ავსტრალია-ბრიტანეთის უსაფრთხოების შეთანხმება, რომელსაც გასულ წელს მოეწერა ხელი. გააგრძელე კითხვა