კახა კალაძე კითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი გუნდი საფრთხეების თავიდან აცილებას - "როგორც დღემდე, გააზრებული პოლიტიკით" - კვირის პალიტრა

კახა კალაძე კითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი გუნდი საფრთხეების თავიდან აცილებას - "როგორც დღემდე, გააზრებული პოლიტიკით"

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გამოწვევები და საფრთხეები ყოველთვის არსებობდა და ხელისუფლება იმისთვისაა, რომ ისინი გაანეიტრალოს.

კითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი გუნდი საფრთხეების თავიდან აცილებას, კალაძე ასე პასუხობს: „როგორც დღემდე - გააზრებული პოლიტიკით“.

„გამოწვევები და საფრთხეები ყოველთვის იყო და არ გამქრალა. ხელისუფლება ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ეს გამოწვევები და საფრთხეები გაანეიტრალოს და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.