ცნობილია, ვინ შეცვლის ვანო ჯავახიშვილს "მთავარ არხზე" - ახალი შოუს ანონსი უკვე გამოქვეყნდა
"ვანო ჯავახიშვილის შოუს" "მთავარ არხზე" ილო ბეროშვილის "ღამის შოუ" ჩაანაცვლებს. ახალი გადაცემის ანონსი უკვე გამოქვეყნდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვანოს გუნდმა "მთავარი არხი" დატოვა და "ტვ პირველზე" გადავიდა.
აღნიშნულს "მთავარი არხის" მენეჯმენტისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ტელეკომპანიის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი იყო ერთადერთი, არხზე შექმნილ ფინანსურ კრიზისს რომ ვერ გაუძლო და ამის გამო დატოვა ტელეკომპანია. ამას თავად ვანო ჯავახიშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მან "მთავარი არხის" განცხადებას "სრული უხამსობა და ბოროტება" უწოდა.