"ნიკას უნდა დავეხმაროთ, რათა მან უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლოს" - მძიმე ავარიის შედეგად დაშავებულ მეხანძრე-მაშველს ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ნიკას უნდა დავეხმაროთ, რათა მან უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლოს" - მძიმე ავარიის შედეგად დაშავებულ მეხანძრე-მაშველს ჩვენი დახმარება სჭირდება

ნიკა ედი­შე­რაშ­ვი­ლი 33 წლის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლია, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­და, დღეს ნი­კას გა­დარ­ჩე­ნის­თვის ჩვენ უნდა ვიბ­რძო­ლოთ და გა­ვი­მარ­ჯვოთ. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ურ­თუ­ლე­სია - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ორი­ვე ფილ­ტვი, ამო­აჭ­რეს ელენ­თა, არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა და­ზი­ა­ნე­ბულ ფეხ­ზე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, მე­დი­კო­სე­ბი მისი მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ელო­დე­ბი­ან.

"ნიკა უმაგ­რე­სი მაშ­ვე­ლია, ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. რო­დე­საც ცვლა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი იმე­დი იმ­დე­ნად მქონ­და, არაფ­რის მე­ში­ნო­და... ის პირ­ვე­ლი მი­დი­ო­და ურ­თუ­ლეს და­ვა­ლე­ბებ­ზე. მახ­სოვს ერთი შემ­თხვე­ვა, მტკვარ­ში გო­გო­ნა იხ­რჩო­ბო­და, ამ დროს თვი­თონ ნი­კას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ერთი წუ­თით უკან არ და­უ­ხე­ვია და მან შეძ­ლო გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა... დღეს მას უნდა და­ვეხ­მა­როთ, რათა მან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოს, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ნიკა გა­მორ­ჩე­უ­ლი მაშ­ვე­ლია, თით­ქოს სის­ხლში აქვს სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა“, - ამ­ბობს მისი მე­გო­ბა­რი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ნი­კას მკურ­ნა­ლო­ბი­სა და შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დიდი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო, ამი­ტო­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

ნი­კას ჩვე­ნი გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა. გთა­ვა­ზობთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს, რო­მელ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ თან­ხის ჩა­რი­ცხვა, თი­თო­ე­ულ ლარს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. (წყარო)

"თი­ბი­სი“:

GE04TB0668045063622415

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“:

GE89BG0000000499070222

მიმ­ღე­ბი: ბა­ქარ რუ­ხა­ძე