"ვერ ვიტან სიტყვას "ემიგრაცია", მე დედამიწის მოქალაქე ვარ. თუ მას გავცდები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ "მე წავედი" - გიგა აგლაძის ქართულ-ამერიკული პროექტები და შემოქმედებითი წარმატებები - კვირის პალიტრა

"ვერ ვიტან სიტყვას "ემიგრაცია", მე დედამიწის მოქალაქე ვარ. თუ მას გავცდები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ "მე წავედი" - გიგა აგლაძის ქართულ-ამერიკული პროექტები და შემოქმედებითი წარმატებები

რე­ჟი­სო­რი, მუ­სი­კო­სი და სა­ერ­თოდ, მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გიგა აგ­ლა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, უცხო­ეთ­ში აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თბი­ლის­ში უკ­რა­ი­ნას კონ­ცერ­ტი მი­უ­ძღვნა, სა­დაც თა­ვის ბენდთან და სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ცო­ცხლად უკ­რავ­და და მღე­რო­და. ეს ჩა­ნა­წე­რი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გად­მო­ი­ცა. "სულ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, არ ვჩერ­დე­ბი. ეს არის ცხოვ­რე­ბა, ეს არის არტი. ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­ას­წრო. თან, რო­დე­საც ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს ამ­დე­ნი იდეა გა­წუ­ხებს, ამ­დე­ნი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა გინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი შიგ­ნი­დან თუ გა­რე­დან გჭამს, არ გას­ვე­ნებს, ძილ­შიც გე­ფიქ­რე­ბა, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის... ხან სცე­ნარს ვწერ, ხან ვხა­ტავ, ხან მუ­სი­კას ვწერ...“ - გვე­უბ­ნე­ბა გიგა აგ­ლა­ძე, რო­მელ­საც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა, რო­მელ­საც "დედა ერთი სა­ა­თით“ ერ­ქმე­ვა.

გიგა აგ­ლა­ძე:

- ეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი დრა­მა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­სა და პა­ტა­რა ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. სა­ინ­ტე­რე­სო თან­ხვედ­რა მოხ­და, - სცე­ნა­რი 10 წლის წინ დავ­წე­რე. ასე ხდე­ბა ხოლ­მე - ვწერ, თა­რო­ზე ვდებ და შემ­დეგ ყვე­ლას თა­ვი­სი დრო მოს­დის. მოკ­ლედ, იმის დრო დად­გა, რომ ეს სცე­ნა­რი გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო... გარ­და იმი­სა, რომ ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში არი­ან, პა­ტა­რა გო­გო­ნას ლე­ი­კე­მია აქვს. აქ კი­დევ ერთი თან­ხვედ­რაა - სცე­ნა­რი ქარ­თვე­ლებ­ზე და უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზეა... ჩვენ ხომ სა­ერ­თო გა­სა­ჭი­რი გვაქვს?! თუმ­ცა, არ მგო­ნია, ეს მარ­ტო ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი იყოს, მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მაა. უბ­რა­ლოდ, აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში დღეს უკ­რა­ი­ნაა, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო იყო. ახლა ამა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია. ამი­ტომ გად­მო­ვი­ღე თა­რო­დან სცე­ნა­რი, გა­ვა­ცო­ცხლე და ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

ამ თე­მა­ზე აქვე, ერთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე. მოკ­ლედ, უკვე შეგ­ვიძ­ლია მად­რიდ­ში წა­ვი­დეთ და შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყოთ. მთავ­რი ამ­ბა­ვი მად­რიდ­ში ხდე­ბა, ფილ­მი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნია, ქას­თინ­გში მა­ღა­ლი კლა­სის ეს­პა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. დე­ტა­ლე­ბის მე­ტად გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. ფილ­მს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­ერ­თი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლი და­უ­კავ­შირ­დე­ბა, და­ვე­ლო­დოთ...

- ფილ­მს მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­დის იხი­ლავს?

- ჩემი ვა­რა­უ­დით, ფილ­მი მზად 2023 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის იქ­ნე­ბა ან შე­საძ­ლოა, 2024-შიც გა­მო­ვი­დეს. ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, სა­ფეს­ტი­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს, შემ­დეგ დარ­ბა­ზებ­ში გა­მო­ვი­დეს და მერე უკვე სხვა პლატ­ფორ­მებ­ზე.

- თუმ­ცა ამ ფილ­მამ­დე "მე­ო­რე მე,“ დე­ვით ლინჩთან ერ­თად გა­და­ი­ღეთ, რო­მე­ლიც უკვე ნახა ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა...

- ფილ­მი აშშ-ში 20 შტა­ტის კი­ნო­დარ­ბაზ­სა და კა­ნა­დის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­მო­ვი­და. ამას თა­ვად ამე­რი­კა­ში ცოტა ახერ­ხებს. ამი­ტომ ალ­ბათ ამ თვალ­საზ­რი­სით პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვარ. ამას­თა­ნა­ვე, ჩემი ფილ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი მსოფ­ლიო კი­ნო­ლე­გენ­და დე­ვიდ ლინ­ჩი გახ­და. მე პრო­დი­უ­სე­რი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი ვარ. ამ ცოტა ხნის წინ, ჰო­ლან­დი­ა­ში, კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მე და დე­ვიდ ლინჩმა ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო პრო­დი­უ­სე­რის ჯილ­დო მი­ვი­ღეთ, რაც მე­ა­მა­ყე­ბა.

ფილ­მის პოსტპ­რო­დუქ­ცია ამე­რი­კა­ში გა­კეთ­და, მუ­სი­კაც აქ და­ი­წე­რა... დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ გვქონ­და, რომ ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ამან პრო­ცე­სი გა­ა­ჩე­რა და შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. ფილ­მის წარ­დგე­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, 2022 წლის და­სა­წყის­ში მოხ­და. "მე­ო­რე მე“ თბი­ლის­შიც, რამ­დე­ნი­მე თვე კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­დი­ო­და და ჩა­მო­სუ­ლიც ვი­ყა­ვი.

- ემო­ცი­უ­რად რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის - უცხო ქვე­ყა­ნა­ში ამ­დენს რო­გორ ახერ­ხებთ?

- ...სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვე­დი. ვერ მო­ვის­ვე­ნე და კო­ვიდ­ზე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მა­ი­სის 47 დღე“ გა­და­ვი­ღე. თუ შე­მოქ­მე­დი ხარ, სხვა­ნა­ი­რად აბა, რო­გორ?! იყო დრო, მე­რი­დე­ბო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­მოქ­მე­დი და­მერ­ქმია. რაც ასა­კი მე­მა­ტე­ბა ვხდე­ბი, რომ შე­მოქ­მე­დი ვარ, იმი­ტომ, რომ შე­მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­შიც სულ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ ჰა­ერ­ში ვარ, მუდ­მი­ვად მაქვს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სურ­ვი­ლი...

- რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი?

- მთა­ვა­რია, ვი­ცო­დეთ, რა გვინ­და - რო­დე­საც ვი­ცით, გა­მო­დის, უკვე მი­ზანს ვი­სა­ხავთ და ამ მიზ­ნის­კენ მივ­დი­ვართ. მი­ზა­ნი რამ­დე­ნად მალე სრულ­დე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია... ხან შეც­დო­მებს ვუშ­ვებთ, ხან ზედ­მე­ტად ვფიქ­რობთ ამა­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც კოს­მოს­ში ჩვენს იდე­ებს და აზ­რებს ვუშ­ვებთ, ანუ იმას, რაც ამ "მინ­და­ზე“ მაღ­ლა დგას, ზუს­ტად ვიცი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა. უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რი შრო­მა უნდა. განაგრძეთ კითხვა