"სასანქციო სიაში შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ - უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს" - კვირის პალიტრა

"სასანქციო სიაში შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ - უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს"

ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ, - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მაღალჩინოსნებმა „ჯერ პირველად გამოქვეყნებულ სიას მიხედონ“.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ უკრაინამ საკუთარ კორუფციას მიხედოს, „ეს ადამიანები დაკავებულები არიან აბსურდით და არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი“.

„უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოზეა საუბარი, რომელმაც ეს სია გამოაქვეყნა. ამ სააგენტოს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. რასთან გვაქვს აქ საქმე, ყველა ძალიან კარგად ხედავს. ორი ძირითადი პრობლემა აქვს დღეს უკრაინას - ერთი არის ომი, მეორე კორუფცია, რაშიც იხრჩობა. ამას მთელი თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებულები არიან აბსურდით და არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო გახდეს „მეორე ფრონტი“. როგორც კორუფცია ვერ აღმოფხვრეს საკუთარ ქვეყანაში, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა ასეთი აბსურდული ინიციატივები გაიტანონ. ზოგადად, სანქცირება შეიძლება ვიღაცისთვის არის შანტაჟის ეფექტური ინსტრუმენტი, მაგრამ რაც არ უნდა ინიციატივა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერავინ გვაიძულებს, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აქ ომი გავაჩაღოთ. უკრაინის მაღალჩინოსნები ერთი ხელით გვსაყვედურობენ და გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით, მეორე ხელით გვაშანტაჟებენ. ეს ორი რამ გააერთიანეთ და მიხვდებით, რომ შანტაჟის მიზანი არის „მეორე ფრონტი“. ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ. განაგრძეთ კითხვა