"შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური" - რას აცხადებს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური" - რას აცხადებს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი?

ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, კახა შარაბიძის განცხადებით, გაფრინდაშვილსა და „ნეთფლიქსს“ შორის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია. რაზე შეთანხმდნენ მხარეები უცნობია, თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, სერიალში არაფერი იცვლება და ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის.

უფლებადამცველის განცხადებით, კალიფორნიის სასამართლომ „ნეთლიქსის“ დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებისგან თავისუფალ ზონას არ წარმოადგენს და ეს პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„ნონა გაფრინდაშვილის „ნეთფლიქსთან“ დავა საკმაოდ ეფექტურად და ძალიან მოკლე პერიოდში დასრულდა. სასიხარულოა, რომ ამ შედეგს მსოფლიო პრესა იზიარებს და რეალურად, თუ მსოფლიო პრესას დააკვირდებით, ჩვენი ქართველი ლეგენდა წამყვანი მედიასაშუალებების ჰედლაინებიდან არ ჩამოდის.

კალიფორნიის სასამართლომ „ნეთფლიქსის“ დაცვის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებისგან თავისუფალ ზონას არ წარმოადგენს და ეს პირს მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში განხორციელებული დიფამაციური განცხადების გამო პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. გააგრძელეთ კითხვა