წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა - ადგილობრივები შემთხვევის ორ ვერსიაზე საუბრობენ - კვირის პალიტრა

წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა - ადგილობრივები შემთხვევის ორ ვერსიაზე საუბრობენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია.

ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ.

მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

რაც შეეხება ქალს, კლინიკაში გადაყვანისას ის კონტაქტური იყო, თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას სხეულის 35 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

IPN