"იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის საქართველოს დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითია" - კვირის პალიტრა

"იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის საქართველოს დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითია"

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის საქართველოში დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გვარამიასთან შესვლის ნებართვა სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთავარი მოთხოვნაა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის საქართველოს დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობისთვის გვარამიასთან შესვლის ნებართვა ვთხოვე. არგასაკვირად, პასუხი არაადეკვატური/პასუხი არ არის“, - წერს ევროპარლამენტარი.

IPN