ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

"ინტერპრესნიუსი"