"ყვირილის ხმაზე გავედით და დავინახეთ, თეონას ცეცხლი ეკიდა... ბავშვებმა დაინახეს ყველაფერი, რაც მოხდა" - ვინ არის წყალტუბოში გარდაცვლილი 33 წლის ქალი?
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. მომხდარის ზუსტ მიზეზს პოლიცია ადგენს, ადგილობრივები კი ორ ვერსიაზე საუბრობენ.
მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება ქალს, კლინიკაში გადაყვანისას, ის კონტაქტური იყო, თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას სხეულის 35% ჰქონდა დამწვარი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
გარდაცვლილი 33 წლის თეონა დოღონაძეა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
"ყვირილის ხმა გავიგონეთ, გავედით და ვნახეთ, თეონა დამწვარი იყო, ცეცხლი ეკიდა ფეხებზე და ხელებზე. გონზე იყო, თავად ავიდა სასწრაფოს მანქანაში. რა მოხდა არ ვიცით, მეუღლემ წაუკიდა თუ უბედური შემთხვევა იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ბავშვები იყვნენ ადგილზე და მათ იციან, რა მოხდა. გუშინ ჩხუბი არ გაგვიგია, თუმცა ადრე კამათი ჰქონდათ, მაგრამ სერიოზული არაფერი" - განაცხადეს მეზობლებმა. იხილეთ სრულად