"ბოლოს დეპრესია ჰქონდა, რადგან სახლში ჩაჯდა, მოეშვა... ავარიის შესახებ ჩვენ მეორე დღეს გავიგეთ" - რას იხსენებს მამუკა ონაშვილის და ძმისა და ტრაგიკული დღის შესახებ? - კვირის პალიტრა

"ბოლოს დეპრესია ჰქონდა, რადგან სახლში ჩაჯდა, მოეშვა... ავარიის შესახებ ჩვენ მეორე დღეს გავიგეთ" - რას იხსენებს მამუკა ონაშვილის და ძმისა და ტრაგიკული დღის შესახებ?

30 ივ­ლისს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. იგი ნა­ტახ­ტარ­თან ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მძი­მედ და­შავ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც, ონაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა, გა­დაბ­რუნ­და. სა­ჭეს 22 წლის ბიჭი მარ­თავ­და, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის და, მა­ი­კო ონაშ­ვი­ლი ძმის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და მის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას იხ­სე­ნებს:

"დიდი სხვა­ო­ბა არ იყო გა­რეთ და შინ მყოფ მა­მუ­კას შო­რის. იყო თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, უსა­ზღვროდ კე­თი­ლი ყვე­ლას მი­მართ. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ახლა უფრო და­ვი­ნა­ხე, მგო­ნი თვი­თო­ნაც გა­უკ­ვირ­დე­ბო­და. ადა­მი­ა­ნი არ იყო, ვინც არ იტი­რა. მად­ლო­ბა ყვე­ლას ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ეტყო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვად ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი იყო. არა­სო­დეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია თა­ვი­სი სა­ხე­ლი.

ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რი რამ კი­დევ არ ვი­ცო­დით, რა­საც გა­რეთ აკე­თებ­და. ბოლო დროს სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. გიჟ­დე­ბო­და ისე უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და ამ­ბობ­და, სიმ­ღე­რა მე­ნატ­რე­ბაო. პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლა სახ­ლში ჩავ­ჯე­ქით, თან ორ­ჯერ კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა. შემ­დეგ კი და­ი­წყო გას­ვლა-გა­მოს­ვლა.

ჩვენ სულ ვმუ­შა­ობ­დით, 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვით, მე მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. მო­ვი­ა­რეთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა, შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო და ბო­ლოს დეპ­რე­სი­ა­მაც შე­ი­პყრო. ამის მი­ზე­ზი იყო ის, რომ დაჯ­და სახ­ლში, მო­ეშ­ვა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და რა­ღაც პა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რე­ბი - ქორ­წი­ლე­ბი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ასე შემ­დეგ. კარ­გი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და. ახლა რომ ენა­ხა ხალ­ხის რე­აქ­ცია, რაც მოყ­ვა მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, და­ირ­ცხვენ­და და იტყო­და, არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბი­აო.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გე­დი­ის დღეს, 4 მე­გო­ბა­რი წა­ვი­და საჭ­მე­ლად სა­ღა­მოს. დაწ­ვრი­ლე­ბით არც ვიცი, რა მოხ­და. არ ვიცი რა­ტომ გა­მო­ვიდ­ნენ რეს­ტორ­ნი­დან და რა მოხ­და იქ. თა­ვად სა­ჭეს­თან არ იჯდა. ამო­ა­ყი­რა­ვა იმ ბიჭ­მა მან­ქა­ნა. მე სულ იმას ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი ხოლ­მე, ღამე ნუ ჭამ­თქო და თურ­მე რით უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო. ალ­ბათ, ეს იყო მისი ბედი... ავა­რი­ის შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე, ბოლო წუ­თამ­დე საღ გო­ნე­ბა­ზე იყო და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლა მე­გობ­რე­ბი, რომ დე­და­ჩემს და მა­ი­ას არ უთხრა­თო" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღერ­ლის დამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში.

ambebi.ge