"პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..." - კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა - კვირის პალიტრა

"პირად ურთიერთობებზე ბევრს არ ვლაპარაკობ, არც ჭორებს ავყვები ხოლმე..." - კარიერა რუსეთში, სასიყვარულო ამბები და პრეზიდენტის ფავორიტობა

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც 2008 წელს აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და დღემ­დე მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თუ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მე­დია მას ჯერ იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რიტ მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, შემ­დეგ კი - საყ­ვა­რელ ქა­ლად. თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვის­თვსაც და თა­ვად მომ­ღერ­ლის­თვის ეს უხერ­ხუ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძე მღე­რო­და ყველ­გან. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი ჯო ბა­ი­დე­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, გა­ნახ­ლე­ბულ ბა­თუმ­ში ან­დრია ბო­ჩე­ლის­თან თუ კრის დე ბურგთან ერ­თად. ამ­ბობ­დნენ, რომ მი­უ­ზიკ­ლი "ქეთო და კოტე“, რო­მელ­შიც სო­ფომ მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა, სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და­იდ­გა.

ჭორი კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ წლე­ბის შემ­დეგ და­დას­ტურ­და. 2015 წელს, მი­შას და სო­ფოს პირ­ვე­ლი სა­ერ­თო ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, წყვი­ლი ბრი­უ­სე­ლის ქუ­ჩებ­ში ჩუ­მად გა­და­ი­ღეს.

მას შემ­დეგ კი, რაც სოფო ნი­ჟა­რა­ძეს შვი­ლი ამე­რი­კა­ში შე­ე­ძი­ნა, ამ­ბობ­დნენ, რომ ბავ­შვის მამა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იყო, რაც უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2022 წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "ფე­ის­ბუქპოს­ტით" და­ა­დას­ტუ­რა. თან ისე, რომ იმ დრო­ის­თვის უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ცო­ლად უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო მო­იყ­ვა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვილს სა­ნა­ხა­ვად ამე­რი­კა­შიც აკი­თხავ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, რომ სოფო მი­ხე­ილ­თან კი­ევ­შიც ჩა­დი­ო­და. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად სოფო ნი­ჟა­რა­ძემ უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, სო­ფომ ბავ­შვთან ერ­თად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ა­ვამდყო­ფო­შიც მო­ი­ნა­ხუ­ლა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები მოსკოვური ცხოვრებიდან