"ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა"

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ- ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა ამ საკითხზე კრიტიკული განცხადება არაერთხელ გააკეთეს.

„ეს ბოლო განცხადება კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ მოსმენების ახალი კანონის მიღებით და ვეტოს დაძლევით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმის ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა. მოსმენები ბუნებრივია გამოიყენება მოქალაქეების კონტროლის მიზნით. ეს რეალობა მიუღებელია მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყება და ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოცილება”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ- ის საელჩომ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.