"შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებს... მაშინ სად მქონდა იმის თავი, სიმართლის გასარკვევად მერბინა" - კვირის პალიტრა

"შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებს... მაშინ სად მქონდა იმის თავი, სიმართლის გასარკვევად მერბინა"

41 წლის თამუნა თბილისში, 3 აგვისტოს, საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

"შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებს... მაშინ სად მქონდა იმის თავი, სიმართლის გასარკვევად მერბინა"თამუნას დედა, ქალბატონი ლამარა ყუბანეიშვილი ჯერაც ვერ შეჰგუებია მომხდარს და როგორც თავად აღნიშნავს, გარდაცვალების გაჟღერებული ვერსიის დღესაც არ სჯერა.

298998755-898501664441167-1967797285641159708-n-1662631332.jpg

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"აგვისტოში უკვე 2 წელი გახდა, რაც თამუნა აღარ მყავს. 5 თვე მე ვზარდე შვილიშვილები, ახლა მამამისთან არიან თბილისში, ძიძები აიყვანა. სწორედ დღეს მომწერა ერთ-ერთმა, ბავშვებმა ტიტინი დაიწყესო და მთელი დღე თვალზე ცრემლი არ შემშრობია. თამუნა გიჟდებოდა პატარებზე; იმ პერიოდზე, ენას რომ იდგამენ, არადა თავისი შვილების ლაპარაკს ვერ ისმენს. ცოცხალი რომ ყოფილიყო, იმდენ რამეს ასწავლიდა ბავშვებს. ცალკე ჩემი შვილი მენატრება და ცალკე შვილიშვილები, რადგან მე ვანში ვცხოვრობ, ისინი - თბილისში..."

"2012 წელს დაქორწინდა და დაახლოებით 8 წელი არ ჰყავდა შვილი. წელიწადზე მეტხანს ინგლისში და მერე ბულგარეთში ცხოვრობდნენ, ბოლოს საქართველოში ჩამოვიდნენ. 2008 წელს გაიცნეს ერთმანეთი, მიმოწერით და შეუყვარდათ. ჩემი სიძე თავის ქვეყანაში არ დაბრუნებულა, აქ ცხოვრობს და ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკას ასწავლის. ბავშვებს, როგორც გითხარით, თვითონ ზრდის..."

302105412-1376526966173315-2763334813986930085-n-copy-1662631373.jpg

"ძიძა კი დაბანს და აჭმევს ბავშვებს, მოუვლის, მაგრამ ლექსებს და ზღაპრებს ხომ ვერ წაუკითხავს, დედას ხომ ვერ შეუცვლის? ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს რაღა ეშველება ან მაშინ სად მქონდა იმის თავი, სიმართლის გასარკვევად მერბინა. ხომ იცით, ასეთ შემთხვევაში ექიმი ყოველთვის მართალია, პაციენტი - მტყუანი. მაინტერესებს სიმართლე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი