"ნატო ვაჩნაძის ცხოვრება მშვიდი და სტაბილური არასდროს ყოფილა - დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გაღატაკებიდან, დასრულებული ასანთის, შემდეგ ბორბლების საცხის ქარხანაში მუშად მუშაობით..." - კვირის პალიტრა

"ნატო ვაჩნაძის ცხოვრება მშვიდი და სტაბილური არასდროს ყოფილა - დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გაღატაკებიდან, დასრულებული ასანთის, შემდეგ ბორბლების საცხის ქარხანაში მუშად მუშაობით..."

"მხოლოდ ერთი თეთრი ვარდი თრთოდა შავ ხავერდზე, თითქოს უკანასკნელ სალამს აძლევდა ხალხს"

დაუვიწყარი ნატო ვაჩნაძე...

"... ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. ტიციან ტაბიძე წერდა: „მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით..." - ცნობილი კინომცოდნე ლელა ოჩიაური ლეგენდარული ნატო ვაჩნაძის შესახებ გვესაუბრება...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. კინომცოდნე კორა წერეთელი, ბევრი წლის შემდეგ, ასეთი აღიარების მთავარ მიზეზს ასე განსაზღვრავს: "მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად, უძირო სევდასაც გამოხატავდნენ..."

"ნატო ვაჩნაძის ცხოვრება მშვიდი და ზომიერი, სტაბილური და უხარვეზო არასდროს ყოფილა - დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გაღატაკებიდან, დის ავადმყოფობიდან, დასრულებული საქართველოს გასაბჭოებისა და საბჭოთა ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებით, ასანთის, შემდეგ ბორბლების საცხის ქარხანაში მუშად მუშაობით..."

"თუმცა, შიშს, გულგატეხილობასა და ცხოვრებით უკმაყოფილებას მისი მოგონებების წიგნში ვერ ამოვიკითხავთ. პირიქით, ის დაწერილია ბედნიერი ადამიანის პოზიციიდან, საბჭოთა ცენზურის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებითა და შემართებით, სხვაგვარად შეუძლებელი იყო.თან ბედნიერი და თან სევდიანია ეს ამბავი. წარმატებას, სახელს, აღიარებას, პატივს ბევრი ტკივილი, შავი ჩრდილები და პრობლემები ახლდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე