"სასწრაფოდ შემოიღეთ სავიზო რეჟიმი მტერ სახელმწიფოსთან - პუტინის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ!" - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ შემოიღეთ სავიზო რეჟიმი მტერ სახელმწიფოსთან - პუტინის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ!"

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი „ღია კარის“ პოლიტიკა დანაშაულებრივია და დიდი საფრთხეს შეიცავს.

ამის შესახებ ხაზარაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ „პუტინის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ“.

„კიდევ ერთხელ! სასწრაფოდ შემოიღეთ სავიზო რეჟიმი მტერ სახელმწიფოსთან.

პუტინის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ!

საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი „ღია კარის“ პოლიტიკა დანაშაულებრივია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი საფრთხის მატარებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის!

პუტინი მტერია და მასთან კოლაბორაცია ქვეყანას გადაჩეხავს!“- წერს ხაზარაძე.