"დედოფალი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან" - კვირის პალიტრა

"დედოფალი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან"

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც ექიმები მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაშფოთა, - ინფორმაციას BBC-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

”დილით მორიგი შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებულები არიან და ურჩიეს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგინია და კემბრიჯის ჰერცოგი ბალმორალში გაემგზავრნენ.