ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ბავშვები ახალ სკოლაში მიიყვანეს - რატომ შეიცვალეს პატარა პრინცებმა და პრინცესამ სასწავლებელი? - კვირის პალიტრა

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ბავშვები ახალ სკოლაში მიიყვანეს - რატომ შეიცვალეს პატარა პრინცებმა და პრინცესამ სასწავლებელი?

პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნი პა­პა­რა­ცებ­მა მა­შინ და­ა­ფიქ­სი­რეს, როცა წყვილს პრინ­ცე­ბი ლუი და ჯორ­ჯი და პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტა ახალ სას­წავ­ლე­ბელ­ში მიჰ­ყავ­დათ. ლემ­ბრუ­კის სკო­ლის­კენ მთე­ლი ოჯა­ხი ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი და გა­ბად­რუ­ლი სა­ხით მი­დი­ო­და. სა­მე­ფო ოჯა­ხი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე, ახალ სკო­ლა­ში ნა­შუ­ა­დღევს მი­ვი­და, რათა ბავ­შვე­ბი სკო­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას და ახალ მას­წავლბ­ლებს გაც­ნო­ბოდ­ნენ. ბერკში­რის პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე, ოჯახს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ჯო­ნა­თან პერი შე­ე­გე­ბა.

ოჯახ­მა ჯერ კი­დევ წინა თვე­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ ბავ­შვე­ბი ძვე­ლი სკო­ლი­დან მო­დი­ოდ­ნენ. მი­ზე­ზი ისაა, რომ ოჯა­ხი ლონ­დო­ნი­დან უინ­ძორ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა "სა­მე­ფო ოჯახ­ში მათი როლი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გამ­ხდა­რი­ყო“. Page Six-ს წყა­რომ, გა­ნუ­ცხა­და რომ ეს ნა­ბი­ჯი ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს კემ­ბრი­ჯე­ლებს, რომ უფრო ახ­ლოს იყ­ვნენ არა მარ­ტო ქე­ი­თის ოჯახ­თან, არა­მედ დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ II-სთა­ნაც.

"ქე­ი­თი მშობ­ლე­ბი, მა­ი­კი და კე­რო­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მი­ლის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ სო­ფელ ბაკლბე­რი­ში, ხოლო მისი და - პიპა და მისი ქმა­რი, ჯე­იმ­სი, ახა­ლი აგა­რა­კის ძი­ე­ბა­ში არი­ან. მიდლტო­ნე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლოს არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან და უი­ლი­ამ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს ისი­ნი." (წყარო)