ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს გოგონა შეეძინათ - "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“ - კვირის პალიტრა

ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს გოგონა შეეძინათ - "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“

ნი­კო­ლას ქე­იჯს და მის 29 წლის მე­უღ­ლეს, რიკო ში­ბა­ტას პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. წყვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მა­გე­ნელ­მა მე­დი­ას­თან და­ა­დას­ტუ­რა მსა­ხი­ო­ბის შვი­ლის და­ბა­დე­ბა და თქვა, რომ მათ გო­გო­ნა ჰყავთ და რომ დე­დაც და ბავ­შვიც ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან.

58 წლის მსა­ხი­ობს კი­დევ ორი უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან, მათ­გან უფ­რო­სი 31 წლი­საა, უმ­ცრო­სი კი - 16-ის. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ქე­ი­ჯ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ გო­გო­ნას­თვის ლე­ნონ ოგის დარ­ქმე­ვას აპი­რებ­დნენ, ჯონ ლე­ნო­ნი­სა და ქე­ი­ჯის მა­მის, ოგუსტ კო­პო­ლას პა­ტივ­სა­ცე­მად. "მას შე­მოკ­ლე­ბოთ ლე­ნის და­ვუ­ძა­ხებ“,- თქვა მსა­ხი­ობ­მა.

პა­ტა­რას და­ბა­დე­ბამ­დე, ქე­ი­ჯ­მა კელი კლარკსო­ნის გა­და­ცე­მა­ში ისიც თქვა, რომ უკვე მზად იყო ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბის გა­მოც­ვლის საქ­მე სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო: "მსი­ა­მოვ­ნებს მა­მო­ბა და მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი“.

ქე­ი­ჯი ში­ბა­ტა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე ალა­პა­რაკ­და, რომ კი­დევ ერთი შვი­ლის ყო­ლა­ზე ოც­ნე­ბობ­და: "ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა. მე­ნატ­რე­ბა ბავ­შვის ყუ­რე­ბა, როცა ის პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე რა­ი­მე ახალს, მათი ლობსტე­რის საჭ­მე­ლად წაყ­ვა­ნაც მე­ნატ­რე­ბა და იმის ყუ­რე­ბაც, ბავ­შვე­ბი მა­გი­დას­თან რომ ცელ­ქო­ბენ. სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლაც მე­ნატ­რე­ბა და იავ­ნა­ნის სიმ­ღე­რაც.“ - თქვა მსა­ხი­ობ­მა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები