დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი 2 დღის წინ კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება 1-ელ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, ასევე მამაკაცი, რომელიც გვერდით სახლში ცხოვრობდა.

IPN