დააკავეს 63 წლის მამაკაცი, რომელმაც 12 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა - კვირის პალიტრა

დააკავეს 63 წლის მამაკაცი, რომელმაც 12 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა

დააკავეს 63 წლის მამაკაცი, რომელმაც 12 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა.

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

„პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს’,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"