ოპე­რა­ცია "ლონ­დო­ნის ხიდი" ამოქ­მედ­დე­ბა - რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ? - კვირის პალიტრა

ოპე­რა­ცია "ლონ­დო­ნის ხიდი" ამოქ­მედ­დე­ბა - რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ?

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია: "დე­დო­ფალ­მა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა ნა­შუ­ა­დღევს ბალ­მო­რალ­ში. მეფე და დე­დო­ფა­ლი კონ­სორ­ტი ამ სა­ღა­მოს ბალ­მო­რალ­ში დარ­ჩე­ბი­ან და ლონ­დონ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან".

ელი­სა­ბედ II ტახ­ტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავი­და და ის ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ით მმარ­თვე­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე მო­ნარ­ქია. ელი­სა­ბედ მე­ო­რე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გარ­და კი­დევ 14 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მათ შო­რის კა­ნა­დის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, მე­თა­უ­რი იყო.

რა მოხ­დე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში დე­დოფ­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ... ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტე­ბი, გარ­დი­ან­მა ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

1. ოპე­რა­ცია "ლონ­დო­ნის ხიდი" ამოქ­მედ­დე­ბა. Guardian-ის ცნო­ბით, ამ გეგ­მას სწო­რედ „ლონ­დო­ნის ხიდი“ ჰქვია.

22:16 / 08-09-2022 დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია: "დე­დო­ფალ­მა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა ნა­შუ­ა­დღევს ბალ­მო­რალ­ში. მეფე და დე­დო­ფა­ლი კონ­სორ­ტი ამ სა­ღა­მოს ბალ­მო­რალ­ში დარ­ჩე­ბი­ან და ლონ­დონ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან".

ელი­სა­ბედ II ტახ­ტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავი­და და ის ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ით მმარ­თვე­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე მო­ნარ­ქია. ელი­სა­ბედ მე­ო­რე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გარ­და კი­დევ 14 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მათ შო­რის კა­ნა­დის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, მე­თა­უ­რი იყო.

რა მოხ­დე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში დე­დოფ­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ... ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტე­ბი, გარ­დი­ან­მა ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

1. ოპე­რა­ცია "ლონ­დო­ნის ხიდი" ამოქ­მედ­დე­ბა. Guardian-ის ცნო­ბით, ამ გეგ­მას სწო­რედ „ლონ­დო­ნის ხიდი“ ჰქვია.

2. იტყვი­ან კო­დურ სი­ტყვას, "ლონ­დო­ნის ხიდი ჩა­მოშ­ლი­ლია...“ Guardian-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, დე­დოფ­ლის ექი­მის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ამ­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მო­ნარ­ქის პი­რა­დი მდი­ვა­ნი - ამ­ჟა­მად ედ­ვარდ იან­გი - და­უ­რე­კავს პრე­მი­ერ მი­ნისტრს, ამ­ჟა­მად ლიზ ტრასს და ეტყვის: "ლონ­დო­ნის ხიდი ჩა­მოშ­ლი­ლია". შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­უ­რე­კავს 15 მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­თა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი დე­დო­ფა­ლია და თა­ნა­მე­გობ­რო­ბის 36 სა­ხელ­წი­ფოს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი კო­ლო­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას, სა­დაც ის რჩე­ბა სიმ­ბო­ლურ ფი­გუ­რად, რათა მათ აც­ნო­ბონ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი...

3. ხალ­ხი გა­ი­გებს რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ისე ძვე­ლი გზე­ბით. მე­დია იქ­ნე­ბა სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, სა­მე­ფო ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი გა­მოჩ­ნდე­ბა გან­ცხა­დე­ბას თა­ვის მთა­ვარ გვერ­დზე.

4. პრე­სას აქვს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი. უმე­ტეს მსხვილ გა­მო­ცე­მებს წი­ნას­წარ აქვთ ნეკ­რო­ლო­გე­ბი გა­მო­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

5. ქვე­ყა­ნა­ში დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა და ქა­ლა­ქის გარ­შე­მო ეკ­ლე­სი­ებ­ში ზა­რე­ბი და­ი­რე­კე­ბა. ხალ­ხი და­ი­წყებს შეკ­რე­ბას ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის გა­რეთ, რად­გან ერი დაკ­რძალ­ვის წინ ათ­დღი­ა­ნი გლო­ვის პე­რი­ოდ­ში შე­დის. იხილეთ სრულად