"მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი" - თეა წულუკიანის სამძიმარი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს - კვირის პალიტრა

"მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი" - თეა წულუკიანის სამძიმარი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს უცხადებს სამეფო ოჯახს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

foto-1662666496.jpg

"ძვირფასო დედოფალო, თქვენო უდიდებულესობავ, ღირსეულო წარმომადგენელო საკუთარი ერისა და სახელმწიფოსი, მადლობას გიხდით მშვიდი ლიდერობისთვის მსოფლიოსა და ევროპისათვის არაერთ ურთულეს მომენტში.გული მტკივა, რომ დაგკარგეთ. მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა.აი, გარანტი! აი, სიმბოლო!ვიზიარებ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელების მწუხარებას დედოფლისა და ისტორიული ფიგურის დაკარგვის გამო!" - წერს წულუკიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.